ვალერი ხაბურძანია: ახალაიებს, სანოძეს იარაღები ჰქონდათ და ხალხისთვის ზურგიდან უნდა ესროლათ

უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია 2003 წლის ნოემბრის „ვარდების რევოლუციას“ კიდევ ერთხელ იხსენებს. ვალერი ხაბურძანია გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.
ყოფილი მინისტრი იხსენებს, რომ მას მაშინ ჰქონდა ინფორმაცია თითქოსდა, „თუ პირველ ნაკადს ხალხი ვერ გაარღვევდა, მაშინ რამდენიმე “ნაძირალას” (ახალაიების, სანოძის გვარები სახელდებოდა) იარაღები ჰქონდა და ხალხისთვის ზურგიდან უნდა ესროლათ, რასაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირებოდა“.

„სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი, რომ შინაგან ჯარს პარლამენტი ალყაში მოექცია. ჯარშემორტყმული პარლამენტი ყოველთვის საფრთხის შემცველია, ამ დროს შეიძლება ადამიანები დაიღუპონ. ეს გადაწყვეტილება შევარდნაძემ და შინაგან საქმეთა იმჟამინდელმა მინისტრმა, კობა ნარჩემაშვილმა უჩემოდ მიიღეს”,- ამბობს ვალერი ხაბურძანია „კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში. მისივე თქმით, 2003 წლის რევოლუციის დროს ბევრი საფრთხე არსებობდა.
როგორც ყოფილი მინისტრი განმარტავს, თუ ყველაფერი ისე არ წარიმართებოდა, როგორც დაგეგმილი იყო, ახალაიებს და სანოძეს იარაღები ჰქონდათ და ხალხისთვის ზურგიდან უნდა ესროლათ.
„იმ დღეს შინაგანი ჯარის ორი კორდონი იყო, ერთი პარლამენტთან, მეორე – კანცელარიასთან. მათ უკან სახელმწიფო სპეცსამსახურების გაძლირებული დაცვა იდგა. როგორც კი პირველ კორდონზე ხალხის შეტევა დაიწყო, კობა ნარჩემაშვილს დავურეკე. გავაფრთხილე, ხალხს ქვიშით დატვირთული მანქანები მოჰყავს და შენს ავტობუსებს გაათრევენ და შეტევა დაიწყება-მეთქი. ჯარის პირველი კორდონი ხალხმა ყოველგვარი წინააღდეგობის გარეშე გაარღვია და კანცელარიას მიადგნენ. კობასკენ ფიზიკურად იწევდნენ. სახიფათო სიტუაცია შეიქმნა. მქონდა ინფორმაცია, თუ პირველ ნაკადს ხალხი ვერ გაარღვევდა, მაშინ რამდენიმე ნაძირალას – ახალაიების, სანოძის გვარები სახელდებოდა, იარაღები ჰქონდათ და ხალხისთვის ზურგიდან უნდა ესროლათ, რასაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირებოდა. ცხადია, ეს ჯარს დაბრალდებოდა. მადლობა ღმერთს, შინაგანმა ჯარმა ხალხს წინააღმდეგობა არ გაუწია”,- აცხადებს ხაბურძანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები