მახაჩყალაში ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს

რუსეთის ძალოვანი უწყებები დაღესტნის დედაქალაქში კონტრტერორისტულ ოპერაციას ატარებენ. მახაჩყალას ერთ-ერთ რაიონში მდებარე საცხოვრებელ სახლში „ბოევიკები“ არიან ბლოკირებულები. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
„უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების წევრები ტრასასთან მდებარე საცხოვრებელ სახლს ეფარებიან. მიმდინარეობს მათი ადგილსამყოფელის დადგენის და ნეიტრალიზაციის ოპერაცია“, – განაცხადეს დაღესტნის სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები