მუსლიმები დღეს ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავენ
მუსლიმები 21 მარტს გაზაფხულის დღესასწაულს – ნოვრუზს, ანუ სპარსულ ახალ წელს აღნიშნავენ. სპარსულად „ნოვრუზი“ ახალ დღეს ნიშნავს. სპარსული ახალი წელი ტრადიციულად გაზაფხულის ბუნიაობას ემთხვევა. ეს დღესასწაული პოპულარულია აზერბაიჯანის, დაღესტნის, თათრეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ასევე ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებში.