ზუგდიდში ბიზნესმენი საკუთარ სახლში დააუთოვეს

წუხელ, გვიან ღამით, ბიზნესმენ თემურ თორდიას საკუთარ სახლში 5 ადამიანი თავს დაესხა. სცემეს, დააუთოვეს, რის შემდეგაც 3 000 დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა წაიღეს. ნაცემია ბიზნესმენის შვილიც. ორივე მათგანი ამ დროისთვის ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში იმყოფება. შვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თემურ თორდიას მდგომარეობა კი სტაბილურად მძიმეა. მომხდარი ფაქტი „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, ფაქტზე საქმე სსკ 179-ე მუხლით (ყაჩაღობის მუხლით აღიძრა). პრესსამსახურის ინფორმაციით, პოლიცია მთელი ღამის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები