ყაზახეთის პრეზიდენტი უკრაინაში რუსეთის პოლიტიკას მხარს არ უჭერს

ყაზახეთი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობით არის დაინტერესებული, – ამის შესახებ რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ასტანაში რუსეთის და ბელორუსიის ლიდერებთან სამმხრივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ უკრაინა დარჩეს სტაბილურ, დამოუკიდებელ და ტერიტორიულად მთლიან სახელმწიფოდ. ყაზახეთი მხარს უჭერს მინსკის შეთანხმებებს და ჩვენ მათ შესრულებას დავაკვირდებით“, – განუცხადა ნაზარბაევმა სააგენტო Tengrinews.kz-ს.
ბელორუსიის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ ნაზარბაევმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის პოზიციები უკრაინასთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები