მოსკოვი – გოას თვითმფრინავის ბორტზე 170-მა ადამიანმა იჩხუბა
ტურისტებით სავსე თვითმფრინავში, რომელიც მოსკოვიდან ინდოეთის ქალაქ გოაში მიფრინავდა, მასობრივი ჩხუბი ატყდა. ჩხუბში, საერთო ჯამში, 165 მგზავრი, 3 ბორტგამცილებელი, შტურმანი და პილოტიც კი მონაწილოებდა. თვითმფრინავი იძულებული იყო, ასტრახანში დამჯდარიყო. „რია ნოვოსტის“ ცნობით, არც ერთი ადამიანი სერიოზულად არ დაზიანებულა. ყველა, 212-ვე მგზავრი სასტუმროებში განათავსეს. რეისი კი სამშაბათს შესრულდება.