კანადამ არქტიკაში სამხედრო წვრთნები დაიწყო

კანადის შეიარაღებულმა ძალებმა პარასკევს არქტიკის საზღვრებთან წვრთნები დაიწყეს.
მანევრების კოდური სახელწოდებაა: „NOREX – 2015“. კანადის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მასში 200 ჯარისკაცი და ოფიცერი მონაწილეობს, მათ შორის რეინჯერები და რეზერვისტები. წვრთნები 30 მარტამდე გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ორშაბათს მოულოდნელი წვრთნები დაიწყო, მათ შორის არქტიკაში. ნატოს ქვეყნებმა რუსეთს მოუწოდეს, წვრთნების ჩატარების თაობაზე ინფორმაცია წინასწარ გაავრცელოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები