„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, 16:00 საათზე აქციას გამართავს

 „ნაციონალური მოძრაობა“ თავისუფლების მოედანზე დღეს საპროტესტო აქციას გამართავს. როგორც აქციის ორგანიზატორები განმარტავენ, აქციის დაწყებამდე ორი დიდი შეკრება – ერთი ვარდების მოედანზე, მეორე კი ე.წ. კოლმეურნეობის მოედანზე იქნება. კოლმეურნეობის მოედნიდან თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობა მოეწყობა. აქციის გამართვის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა თქმით, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონიმიკური მდგომარეობა გახდა. ეკონომიკური მდგომარეობის გამო ყოფილი სახელისუფლებო გუნდი მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებს. აქცია თავისუფლების მოედანზე 16:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები