კახა კალაძე: ხვალინდელ აქციაზე ხელისუფლება სიმშვიდეს უზრუნველყოფს

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ ხვალინდელ აქციაზე, ხელისუფლება სიმშვიდეს მაქსიმალურად უზრუნველყოფს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ „მაესტროს ცხრიანში“ განაცხადა.
„მათ აქვთ შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში თავისი შეხედულება გამოხატონ და აზრი დააფიქსირონ. ჩვენ, რა თქმა უნდა, სიმშვიდეს მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ. არანაირი პრობლემა ამ მიმართულებით არ იქნება. ვიცი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო პროცესში ჩართულია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ქვეყანა უკანონობისა და სასტიკი დარბევების პერიოდიდან გამოვიდა.
„მინდა მოსახლეობა დავაწყნარო, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება. ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა თავისუფლების მოედანზე, რუსთაველზე გასეირნება მოინდომა. რა თქმა უნდა, მათ ამის საშუალება მიეცემათ“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები