ლევან იზორია ითხოვს კონკრეტული ფაქტების დასახელებას, რომ სუს-ი ოპოზიციის მხარდამჭერებზე ზეწოლას ახორციელებს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებას, რომ მათ მხარდამჭერებს სუს-ის თანამშრომლები აშინებდნენ, რათა 21 მარტს, თბილისში დაგეგმილ აქციაზე არ ჩასულიყვნენ, შს მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ „ტელეიმედის“ გადაცემა “რეაქციაში“ უპასუხა. იზორია კონკრეტული ფაქტის დასახელებას ითხოვს, რომ სუს-ი ახორციელებს ზეწოლას ოპოზიციის წარმომადგენლებზე.
“მე მინდა ერთი კონკრეტული ფაქტი დაგვისახელონ ამასთან დაკავშირებით. როდესაც საუბარია ოპონენტების მხრიდან შემდეგი ფრაზებით: გამიგონია, მსმენია, მაგრამ ამას კონკრეტული მტკიცებულებები არ მოჰყვება, მერწმუნეთ, ძალას, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ ხალხი დაარწმუნოს, სჭირდება უფრო სერიოზული დამოკიდებულება ამ ე.წ. გაგონილი ინფორმაციების მიმართ”, – აღნიშნა იზორიამ.
რაც შეეხება კითხვას, ირაკლი ალასანიაც აცხადებს, რომ სუს-ი მართავს პოლიტიკურ პროცესებს და ქვეყანას, იზორიამ განაცხადა, რომ ურჩევდა იგივე მოსმენილით, გაგონილით არ იყოს შემოფარგლული მათ შორის ირაკლი ალასანიაც.
შს მინისტრის მოადგილის თქმით, ყველა ეს ფაქტი და ასეთი სახით მიწოდებული ინფორმაცია მიმართულია იმისკენ, რომ ერთგვარად, ოპონენტმა ძალამ გააჩინოს გარკვეული უსამართლობის განცდა, რათა საპროტესტო მუხტი შეიქმნას მოსახლეობაში.
“მაგრამ, როდესაც ამის კონკრეტული მტკიცებულებები არ არსებობს, ბუნებრივია ეს ყველაფერი უსაფუძვლო ხდება. ვთხოვ დაბეჯითებით, ეს ფაქტები წარმოადგინონ, წინააღდმეგ შემთხვევაში ეს არის მართლაც საფუძველს მოკლებული და ღიმილისმომგვრელი, თითქოს ჩვენ გვეშინია რაღაც მოგონილი ბრალდებების და თითქოს ჩვენ ამის შიშით ამ საღამოს ვერ დავიძინებთ”, – აღნიშნა იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები