ლევან იზორია ზუგდიდში გამართული აქციის დარბევაში მისი სიმამრის მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია ზუგდიდში გამართული აქციის დარბევაში მისი სიმამრის მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს.
როგორც შს მინისტრის მოადგილემ „ტელეიმედის“ გადაცემა  “რეაქციაში“ განაცხადა, მანამდე, კვირა დღეს მისმა სიმამრმა მართლაც მიიღო მონაწილეობა მშვიდობიან მსვლელობაში, თუმცა შემდგომ მომხდარი ინციდენტის დროს ის იქ არ ყოფილა.
“ის მონაწილეობდა მშვიდობიან აქციაში კვირა დღეს, მას ამისი კონსტიტუციური უფლება გააჩნდა, მაგრამ მაშინ ანი ნადარეიშვილის ოფისის წინ არ მდგარა, როგორც ამას თავად ნადარეიშვილი ამტკიცებს. ნადარეიშვილმა ჩემი სიმამრის ფოტოსურათი წარმოადგინა, თუმცა მხოლოდ ის სურათი გაადიდა, რომელზეც ჩემი სიმამრი მშვიდობიან აქციაში მონაწილეობისას იყო დაფიქსირებული. მე ვთხოვ გაადიდოს მეორე სურათიც. აქაც მორიგ ტყუილს აქვს ადგილი. უკაცრავად საზოგადოებასთან, რომ ჩემს სიმამრზე ამდენს ვლაპარაკობ, მაგრამ მინდა საზოგადოებას ავუხსნა, რა ფორმა აქვს ამ სიცრუეს. “ნაციონალური მოძრაობა“ ყველანაირი ფორმით ცდილობს მოსახლეობას უთხრას ტყუილი, შემდეგ ამ ტყუილის გაბათილების საშუალება მეორე მხარეს ნაკლებად ეძლევა“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები