„არაფერი განსაკუთრებული ხვალ არ ხდება, ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა გამოხატოს აზრი“

არაფერი განსაკუთრებული ხვალ არ ხდება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქციის თაობაზე განაცხადა.
როგორც იოზორიამ „ტელეიმედის“ გადაცემა „რეაქციაში“ განმარტა, ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა გამოხატოს აზრი, როგორც თავად, ისე სხვა სუბიექტებთან ერთად კოლექტიურად, შეკრებების თუ მანიფესტაციების სახით. მინისტრის მოადგილის თქმით, მსგავს ვითარებაში სახელმწიფოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულებაა დაიცვას თოთოეული მოქალაქის უსაფრთხოება.
„არაფერი განსაკუთრებული ხვალ არ ხდება, ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა გამოხატოს აზრი, როგორც თავად, ისე სხვა სუბიექტებთან ერთად კოლექტიურად, შეკრებების თუ მანიფესტაციების სახით. შესაბამისად, სახელმწიფოს, ჩვენს უწყებას აქვს პოზიტიური ვალდებულება, დაიცვას თითოეული მონაწილის უსაფრთხოება და სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ დაამკვიდრა ეს კულტურა – როდესაც მასობრივ თავშეყრას აქვს დგილი, პოლიცია იღებს მაქსიმალურ ზომებს, განსხვავებით იმ ახლო წარსულისგან, როცა ყოფილი ხელისუფლების პირობებში რამდენჯერმე ჩატარებულა მასობრივი ღონისძიებები, მაგრამ პოლიციის ვალდებულება, რომელიც მათ კანონით ჰქონდათ, არ იყო გამოყენებული. ჩვენ ამ მიმართულებით ვართ კონსტრუქციულები“,-განაცხადა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები