ლევან იზორია: ხელკეტები იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში

ვიდეომასალაში ცალსახად ჩანს, რომ ხელკეტები იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც იზორიამ „ტელეიმედის“ გადაცემა „რეაქციაში“ საუბრისას აღნიშნა, ზუგდიდის აქციაზე პოლიცია რომ არ ყოფილიყო, ძალიან მძიმე შედეგით დამთავრდერბოდა ყველაფერი.
„არსებობს ოპერატიული კადრები, სადაც ნათლად ჩანს, თუ საიდან გაჩნდა ეს ხელკეტები, თუ საიდან იყო პროვოკაცია და ამაზე პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა განცხადება. საგამოძიებო დეტალებზე ახლა საუბარს არ გავაგრძლებ, მაგრამ ვიდეომასალაში ცალსახად ჩანს, რომ ხელკეტები იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში.  შესაბამისად, ქვების სროლა, უწმაწური სიტყვებიც და მაპროვოცირებელი ქმედება სწორედ იქიდან მომდინარეობდა. ის ბრალდებები, რომ თითქოსდა პოლიცია უმოქმედო იყო, არის აბსურდი. პოლიცია რომ არ ყოფილიყო, ძალიან მძიმე შედეგით დამთავრდერბოდა ყველაფერი. პოლიცია ყოველთვის არის იქ, სადაც არის თავშეყრის ადგილები“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები