ბაადურ წულაძე: ეძგვერაძე ბარნაბა ხომ არ ვარ, რატომ უნდა ვიდგე “ნაციონალების“ მიტინგებზე?!

ქართველი მსახიობი და კინორეჟისორი ბაადურ წულაძე “ნაციონალურ მოძრაობის“ ხვალინდელ აქციაზე მისვლას არ აპირებს. როგორც მსახიობმა „ტელეიმედის“ გადაცემა “რეაქციაში“ საუბრისას განაცხადა, ის “ნაციონალური მოძრაობის“ ხედვას არც ადრე იზიარებდა და არც ახლა უჭერს მხარს.
„არ მიმაჩნია, რომ ხვალინდელ აქციაზე უნდა მივიდე, იმიტომ, რომ მე არ ვიზიარებ “ნაციონალური მოძრაობის“ პროგრამებს. მათი წინააღმდეგი ვიყავი და ახლა მათ გვერდით მიტინგებზე რატომ უნდა ვიდგე, ეძგვერაძე ბარნაბა ხომ არ ვარ, ყველა პარტიის წევრი რომ ვიყო?!“ – განაცხადა ბაადურ წულაძემ.
მსახიობმა ახალი მთავრობის მუშაობაც შეაფასა. მისი თქმით, საზოგადოების ნაწილს ჰქონდა მოლოდინი, რომ მათი არჩევის შემდეგ ქვეყანაში ყველაფერი მოკლე დროში წავიდოდა უკეთესობისკენ. წულაძის თქმით, ახალ ხელისუფლებას წინამორბედი მმართველი გუნდისგან მძიმე მემკვიდრეობა ერგო.
„ჩვენ რატომღაც გვინდა მთავრობა იყოს იდეალური, მსოფლიოში არ არსებობს მთავრობა, რომელიც ყველას მოსწონს. ეგონათ, რომ მოვიდოდა ახალი მთავრობა და სხვა სახელმწიფოში გავიღვიძებდით. ამ მთავრობას ძალიან ცუდი ვითარება დახვდა. გვახსოვს, რომ წინა ხელისუფლება სულ გვაშინებდა, რაღაცას გვპირდებოდა, ციხეები გაავსეს“, – აღნიშნა ბაადურ წულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები