ნადეჟდა სავჩენკო ციხიდან საავადმყოფოში გადაჰყავთ
უკრაინელი პილოტი ნადეჟდა სავჩენკო, რომელიც რუსულ ციხეში შიმშილობს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, შეიძლება საავადმყოფოში გადაიყვანონ. ინფორმაციას ამის შესახებ მისი და ავრცელებს.
„ნადიას ღვიძლთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს. მას ქალაქის საავადმყოფოში გადასაყვანად ამზადებენ“, – ამბობს სავჩენკოს და.
სავჩენკოს ჯანმრთელობას საფრთხე იმის გამო შეექმნა, რომ ის მოსკოვის ერთ-ერთ ციხეში ორი თვის განმავლობაში შიმშილობდა. რუსეთის სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელები ამბობდნენ, რომ პატიმრის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მას საავადმყოფოში გადაიყვანენ.