დავით ნარმანია: 2015 წლის ბოლოს მივიღებთ ისეთ შედეგს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში დედაქალაქს არ ჰქონია

2015 წლის ბოლოს მივიღებთ ისეთ შედეგს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში დედაქალაქს არ ჰქონია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
“თბილისის მერიაში ბევრი პრობლემა დაგვხვდა. პრობლემების დიდი ნაწილი დავძლიეთ პირველი 6 თვის განმავლობაში, ახლა უკვე განვითარების ეტაპზე ვდგავართ, შესაბამისად, უფრო მაღალი იქნება თბილისის მერიის ეფექტიანობა, იმ კადრებით, იმ რესურსებით, რაც ახლა გვაქვს. 2015 წლის ბოლოს მივიღებთ ისეთ შედეგს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში დედაქალაქს არ ჰქონია”, – განაცხადა ნარმანიამ.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან თბილისის მერიაში კორუფციის ფაქტების შესახებ ისაუბრა.
“მე ვფიქრობ, რომ შეიძლება, თბილისის მერი დავით ნარმანია ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას ბოლომდე არ ერგება, მოვუწოდებ, რომ მას მოუწევს რეალობის გათვალისწინება და თავისი მენეჯერული თვისებების ცოტა მეტი ფორსირება”, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები