იტალიაში კრიმინალური დაჯგუფების წევრი 10 ქართველი დააკავეს – ფოტოკოლაჟი
იტალიის ქალაქ ფლორენციაში პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად 12 პირია დაკავებული, აქედან 10 ქართველია. პოლიციის ინფორმაციით, ყველანი სახლების დამლაგებლებად და მომვლელებად მუშაობდნენ. კრიმინალური დაჯგუფების წევრები სახლის მეპატრონეების გასაღებებს იყენებდნენ და ძვირფასეულობას იპარავდნენ.
პოლიციის ოპერაცია გასული წლის დეკემბერში დაიწყო. კრიმინალებთან დაკავშირებული ორი ადამიანი ამ დრომდე იძებნება. იტალიის პოლიცია დაკავებულების გვარებს ასახელებს. ესენი არიან: ალექსანდრე ბადუაშვილი, ვალერი დულარიძე, შაქრო ელიაშვილი, დემურ გობეჯიშვილი, უშანგი გორგოძე, ილია კოჩევი, ბესიკ მამალაძე, თამაზ მდივანი, ინა ნემსაძე, მიხალ პოლიაკი, დავით შუბითიძე და თეონა სილაგაძე.