საკრებულოში 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული, მიუსაფარ პირთა თავშესაფრის მოვლა-პატრონობის შესახებ იმსჯელეს

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ, მიუსაფარ პირთა თავშესაფრის მოვლა-პატრონობის ფაგლებში განსახორციელებელი პროექტის შესახებ იმსჯელეს. თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, დეპუტატებმა, კერძოდ, მოსკოვის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ, მიუსაფარ პირთა დროებითი თავშესაფრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისათვის საჭირო საკითხები განიხილეს. კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, აღნიშნულ თავშესაფარს ახალი ორთოპედიული მატრასები, ბალიშები და პლედები გადაეცემა, რომელთა მიწოდებასაც შპს „კოკა“ და ინდივიდუალური მეწარმე „ლალი თუშიშვილი“ უზრუნველყოფენ. კომისიის სხდომას, დეპუტატების გარდა, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ციალა ჯელაძე და ამავე სამსახურის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები