პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძე აირჩია – ვიდეო

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი ნინო გვენეტაძის კანდიდატურას 88 ხმით, ერთხმად მხარი დაუჭირა.
პლენარულ სხდომას ნინო გვენეტაძის ბიოგრაფიული და პროფესიული მონაცემები საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ გააცნო.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ უფლებამოსილების განხორციელების დაწყებამდე პარლამენტის წინაშე ფიცი უნდა დადოს.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პარლამენტმა პრეზიდენტის წარდგინებით ათი წლის ვადით აირჩია.
ნინო გვენეტაძემ ამ თანამდებობაზე კონსტანტინე კუბლაშვილი შეცვლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები