რა დოკუმენტი მიიღო საკრებულომ დავით ნარმანიას ხელმოწერით?!

თბილისის მერის დავით ნარმანიას ხელმოწერითა და გადაწყვეტილებით თბილისის საკრებულოში დოკუმენტი შევიდა – ამის შესახებ ინფორმაცია საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თამაზ შოშიაშვილმა გაახმაურა. როგორც შოშიაშვილმა განაცხადა, დოკუმენტის თანახმად, „ქართული ოცნების“ მთავრობამ და დავით ნარმანიამ მიიღეს გადაწყვეტილება, დამტკიცებული ბიუჯეტიდან ამოიღონ 20-ე მუხლი, რომელიც ეხება პროექტების შეთანხმებას თბილისის საკრებულოსთან და შესაბამისად, იმის განსაზღვრას თუ რომელიმე პროექტი რა თანხით უნდა დაფინანსდეს.
„დავით ნარმანია ნაცვლად იმისა, ებრძოდეს კორუფციას მის სისტემაში, უზრუნველყოფდეს მეტ გამჭვირვალობას და საზოგადოების ჩართულობას, იკეტება მაქსიმალურად და ცდილობს გააღრმავოს ის მეტასტაზები, რომელიც დაწყებულია დიდი ხნის წინ თბილისის მერიაში კორუფციის სახით. დედაქალაქის მერი ყოველგვარი მეთოდებით ცდილობს, თბილისის საკრებულო და საზოგადოება ამყოფოს ინფორმაციის გარეშე, თუ რა თანხებს ხარჯავს კონკრეტულ პროექტებში. თუ თბილისის საკრებულოს უმრავლესობა დაეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს და უპრავებს ნარმანიას იმ კორუფციას, რომელიც სუფევს დედაქალაქის მერიაში. ამ გადაწყვეტილებით თბილისის საკრებულო გახდება უფუნქციო ორგანო, რომელიც ფაქტიურად ნარმანიას ნოტარიუსად გადაიქცევა“, – აცხადებს შოშიაშვილი.

11062980_922687991087028_1548568637_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები