21 მიზეზი – რატომ არ უნდა წახვიდე „ნაციონალების“ ხვალინდელ აქციაზე!

დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორი ზვიად ტომარაძე 21 მიზეზს ასახელებს, თუ რატომ არ უნდა მივიდეს საზოგადოება 21 მარტს „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე. მისივე თქმით, „ნაციონალების“ აქციაზე ის ხალხი უნდა წავიდეს, ვისაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ნოსტალგია აქვს.

1. არაადამიანური წამება ციხეებში და პატიმრების მასობრივი გაუპატიურება.

2. 40 000 პატიმრის ციხეში ყოფნა.

3. 300 000 საქართველოს მოქალაქის პრობაციონერად ყოფნა.

4. სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, ზურაბ ვაზაგაშვილის და სხვა ახალგაზრდების მსგავსად ჩახოცვა, ხოლო დამნაშავეებზე ხელის დაფარება.

5. 2007 წლის 7 ნოემბრის და 2011 წლის 26 მაისის არაადამიანური დარბევები.

6. დანაშაულის და სასჯელის შეუსაბამობა, შეკრებითობის პრინციპი.

7. ბიზნესის „გადაფორმებები“ და „ვითომ ჩუქებები“ სახელმწიფოსთვის.

8. ფინანსური მონოპოლიები ბიზნესში.

9. სოფლის მეურნეობის გაჩანაგება, ქართული მიწის უცხოელებზე შეუზღუდავად გაყიდვა.

10. ახალგორის და კოდორის ხეობას  კიდევ ახალი ტერიტორიები მიემატოს.

11. ძველი თბილისის იერსახის დამახინჯება.

12. სიონის და საპატრიარქოს შუაში „შანგრილას“ აშენება.

13. ბაგრატის ტაძარში ლიფტის ჩაშენება.

14. პატრიარქის დისკრედიტაციის და ეკლესიის შუაზე გახლეჩის მცდელობა.

15. ტაშ-ფანდურში სახელმწიფო ფინანსების არამიზნობრივი ხარჯვა, მილიონების გადაყრა.

16. უზნეო, აღვირახსნილი და პრეზიდენტისთვის შეუფერებელი ცხოვრება- მოღვაწეობა.

17. ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა, ტელეკომპანიების მონოპოლია.

18. ტელევიზიით ფილმების ინგლისური ტიტრებით ყურება.

19. „მოდელირებული ქრონიკები“.

20. 40 წლის ზევით ადამინების სამსახურიდან დათხოვნა.

21. ახალგაზრდა თაობის პატრიოტთა ბანაკებში გარყვნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები