აპატურაი: საქართველოში ცენტრის დაარსება და პაკეტის განხორციელება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში, ნატოს ექსპერტთა ვიზიტს ფეისბუქის პირად გვერდზე გამოეხმაურა. როგორც აპატურაი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, ცენტრის დაარსება და პაკეტის განხორციელება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
“ნატო-საქართველოს პაკეტის ფარგლებში პირველმა შემფასებელთა ჯგუფმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა. თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, ჯგუფის წევრებმა ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაარსების შესაძლო ლოკაციები მოინახულეს, ასევე განიხილეს ცენტრის შესაძლებლობები და მისია. კარგი პროგრესია. ცენტრის დაარსება და პაკეტის განხორციელება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ნატოს წევრი ქვეყნები და საქართველო მზად არიან პროექტის განსახორციელებლად. მალე საქართველოს ექსპერტთა სხვა ჯგუფებიც ეწვევიან“, – წერს აპატურაი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები