დავით ნარმანიამ საგანგებო თათბირი გამართა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ვაკის გამგებლის მოადგილის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო თათბირი ჩაატარა და აღნიშნა, რომ ნემისმიერი ადამიანი, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.
“დღეს გამოვლინდა დანაშაულის კიდევ ერთი ფაქტი. სამწუხაროდ, ადამიანები, როგორც ჩანს, სხვის შეცდომებზე ვერ სწავლობენ ჭკუას და კვლავ უმძიმეს დანაშაულს სჩადიან. მე მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაშური ოპერატიულობისთვის, მის ანტიკორუფციულ სააგენტოს, რომელმაც კიდევ ერთი დანაშაული გამოავლინა მერიის სისტემაში. დარწმუნებული ვარ, არც ერთ იმ მოხელეს, რომელიც ჩაიდენს მსგავს დანაშაულს, არ შერჩება, რა რანგისაც არ უნდა იყოს ის”, – განაცხადა თბილისის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები