“ის ინფორმაცია, რომელსაც ბატონი თარგამაძე ითხოვდა, მთლიანად სცდება ნდობის ჯგუფის კომპეტენციას”

ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელის, უმრავლესობის წევრის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ნდობის ჯგუფის წევრს დამოუკიდებლად მოქმედების უფლება არ აქვს. აღნიშნულთან დაკავშირებით დეპუტატმა ჟურნალისტებს თარგამაძის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
მისივე განმარტებით, ნდობის ჯგუფის შესახებ კანონის მე-6 მუხლი პირდაპირ მიუთითებს, რომ ის არის კოლეგიალური ორგანო და მას ნებისმიერი ინფორმაციის გამოთხოვის უფლება  მხოლოდ ნდობის ჯგუფის გადაწყვეტილების შემთხვევაში აქვს.
“ის ინფორმაცია, რომელსაც ბატონი თარგამაძე ითხოვდა, მთლიანად სცდება ნდობის ჯგუფის კომპეტენციას. ამ თემაზე ნდობის ჯგუფის ფორმატში ვიმსჯელებთ, რადგან ვფიქრობ, ბატონმა თარგამაძემ თავის უფლებებს გადააჭარბა”, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრ გივი თარგამაძესთან თანამშრომლობის გამო საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი სამსახურიდან დაითხოვა. შსს-ის ცნობით, ბაზიაშვილი თარგამაძეს ინფორმაციებს სისტემატურად აწვდიდა. ამასთან დაკავშირებით გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ შსს-დან გათავისუფლებული თანამშრომელი მას ინფორმაციებს აწვდიდა, როგორც დეპუტატსა და ნდობის ჯგუფის წევრს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები