“ფაქტების დადასტურების შემდეგ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც დღეს გავახმოვანეთ”

რამდენიმეჯერ მოხდა ეს ფაქტი და სწორედ ამ ფაქტების დადასტურების შემდეგ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც დღეს გავახმოვანეთ, – აღნიშნული განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ დღეს შსს-ში გაჟღერებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.
“აქ იყო არაერთ შემთხვევაზე საუბარი, არამედ რამდენიმეჯერ მოხდა ეს ფაქტი და სწორედ ამ ფაქტების დადასტურების შემდეგ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც დღეს გავახმოვანეთ. რაც შეეხება, თუ რატომ გაკეთდა კონკრეტულად ამაზე აქცენტი, ეს მოხდა იმიტომ, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა იყო მედიის საშუალებით უკვე გასაჯაროვებული და მაღალი საჯარო ინტერესის გამო ჩვენ ამაზე გავაკეთეთ აქცენტი. ჩვენ მოვერიდეთ იმას, რომ სხვა ადამიანების შესახებ პერსონალური ინფორმაციის დამატებითი გასაჯაროება მოგვეხდინა, ვინაიდან ვიცავთ კანონს და ვიცავთ იმ სტანდარტებს, რომლებსაც ჰქვია ადამიანების უფლებების დაცვა”, – განაცხადა თალაკვაძემ ტელეიმედის პირდაპირ ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები