გია გეწაძე: ჩვენს კანდიდატებს სამი ე.წ. კრიშა ჰყავთ (ვიდეო)

უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გია გეწაძემ დღეს იუსტიციის ტერიტორიალურ ორგანოებში 46 ვაკანტურ ადგილზე კანდიდატების შესარჩევად ტესტირების შესახებ ადგილობრივ მედიას ინფორმაცია მიაწოდა.
“ვფიქრობ, ეს ისტორიული დღეა უკრაინის იუსტიციის სისტემისათვის… ადრე თანამდებობებზე ადამიანები იმის მიხედვით ინიშნებოდნენ, ვის როგორი ე.წ. კრიშა ჰყავდა. დღეს ჩვენს კანდიდატებს ჰყავს სამი ე.წ. კრიშა – განათლება, პროფესიონალიზმი და წესიერება”, – განაცხადა გია გეწაძემ.
გეწაძის განმარტებით, იუსტიციის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებისა და მოადგილეების 46 ვაკანტურ ადგილზე 381 საკონკურსო განაცხადი შევიდა. გია გეწაძემ ხაზი გაუსვა, რომ კონკურსში მონაწილეების ტესტირება საჯარო და ხელმისაწვდომი იქნება მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები