უკრაინაში მხარეები ერთმანეთს მძიმე ტექნიკის კონცენტრაციაში ადანაშაულებენ

უკრაინის და ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის მხარეები ერთმანეთს ფრონტის ხაზზე მძიმე ტექნიკის კონცენტრაციაში ადანაშაულებენ. სეპარატისტების თქმით, დონეცკის სიახლოვეს ხდება უკრაინის შეირაღებული ძალების – ტანკებისა და არტილერიის გადასროლა. ტექნიკა ხარკოვის ოლქის და კრასნოარმეისკის მხრიდან მოდის. უკრაინული მხარე კი მარიუპოლის სიახლოვეს სეპარატისტების მძიმე ტექნიკის კონცენტრაციაზე საუბრობს. კიევის განცხადებით, მოწინააღმდეგე მუდმივად აგზავნის სადაზვერვო ჯგუფებს, რომლებიც უკრაინული ჯარის შესახებ ინფორმაციას აგროვებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები