21 მარტის აქციასთან დაკავშირებით შსს-ში თათბირი გაიმართა

21 მარტს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თათბირი გაიმართა. “21 მარტს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირი გაიმართა. თათბირს ესწრებოდნენ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები. საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსს შალვა ბარელაძეს და თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსს შალვა ბედოიძეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აქციის ჩატარების გეგმა გააცნეს. შეხვედრაზე განიხილეს აქციის უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველყოფის საკითხები, ასევე აქციის ჩატარების ადგილსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობის მარშრუტები”, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები