ლიტვაში პრორუსული პროკლამაციების ავტორების ბინებში ჩხრეკა მიმდინარეობს

ლიტვის სპეცსამსახცურებმა და პოლიციამ ვილნიუსში, კლაიპედასა და კაუნასში რამდენიმე პირის ბინაში ჩხრეკა ჩაატარა. ეს ადამიანები პრორუსული და ანტილიტვური პროკლამაციების გავრცელებაში არიან ეჭვმიტანილები. გამოძიება მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო. სამართალდამცველთა ინფორმაციით, ეს ადამაინები პროკლამაციებს ბეჭდავდნენ, რომლებშიც ლიტვას აშშ-ს კოლონიას უწოდებდნენ, მიესალმებოდნენ რუსეთისთვის ყირიმის მიერთებას და ა.შ. ლიტვის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, შეიარაღებული ორგანიზაციების ან ჯგუფების შექმნა უკანონო გზით ლიტვის სახელმწიფო წყობის შეცვლის ან ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან ათ წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები