აშშ-ს შემდეგ უკრაინელი სამხედროების წვრთნებში ბრიტანელებიც ერთვებიან

უახლოეს მომავალში უკრაინაში კიდევ რამდენიმე ბრიტანელი სამხედრო ჩავა. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი აცხადებს, მათი საერთო რიცხვი 75-ს შედგენს.
დიდი ბრიტანეთის მთავრობა ასევე მიაწვდის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არალეტალურ საშუალებებს – სამედიცინო პრეპარატებს, ღამის ხედვის ხელსაწყოებს და ძილის ტომრებს.
შეგახსენებთ, რომ დღესვე აშშ-მ უკრაინელი სამხედროების მომზადებაში ჩართვა კიდევ ერთხელ დაადასტურა. დასავლეთის სახელმწიფოების ეს გადაწყვეტილება რუსეთის სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები