“რუსეთს ყირიმიდან ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე დარტყმის განხორციელება შეუძლია”

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ყირიმი ამ ეტაპზე მრავალფუნქციური რუსული სამხედრო მანქანა გახდა. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა „ევრონიუსს“ განუცხადა. „რუსეთმა ყირიმში განათავსეს რაკეტები, რომლებსაც ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლიათ“, – აცხადებს პოროშენკო. მისივე მოსაზრებით, რუსეთის ეს მოქმედება შავი ზღვის რეგიონში ფართომასშტაბიანი კონფლიქტის საფრთხეს ქმნის. ნახევარკუნძულზე განთავსებული რაკეტების მოქმედების რადიუსი 500 კილომეტრს შეადგენს, ასე რომ მათ ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე დარტყმის განხორციელება შეუძლიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები