რიჩარდ ნორლანდი: მნიშვნელოვანია, ადამიანებს გარანტირებული ჰქონდეთ გამოხატვის თავისუფლება

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში 21 მარტს დაგეგმილ აქციას ეხმაურება. რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ადამიანებს გარანტირებული ჰქონდეთ გამოხატვის თავისუფლება და მთავრობას ევალება კანონისა და წესრიგის უზრუნველყოფა ამ გამოხატვის დროს.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ ვხედავთ, მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთთან კომუნიკაციაში არიან და ცდილობენ, უზრუნველყონ პროცესის მშვიდობიანად წარმართვა.
ამერიკის ელჩის შეფასებით, ასევე აუცილებელია, არავის მიეცეს პროვოკაციის საშუალება.
“ზოგადად, ჩვენი დამოკიდებულება ნათელია. საქართველოში მიმდინარეობს პოლიტიკურ პარტიებს შორის დებატები, რომელიც უფრო ინტენსიური ხდება 21 მარტის მოახლოებასთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობაც და ოპოზიციაც მუშაობენ, რომ ამ აქციის პერიოდში პასუხისმგებლობით აღსავსე პოზიცია იყოს გამოხატული. რასაკვირველია, ძალზე მნიშვნელოვანია, ადამიანებს გარანტირებული ჰქონდეთ გამოხატვის თავისუფლება და მათ შეეძლოთ, თავიანთი პოზიცია მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ. მთავრობას, ბუნებრივად ევალება, უზრუნველყოს კანონი და წესრიგი ასეთი გამოხატულების დროს”, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები