ტუნისში მუზეუმზე თავდასხმასთან დაკავშირებით სამი პირია დაკავებული

ტუნისის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა სამი ადამიანი დააკავეს, რომლებსაც ბარდოს მუზეუმზე თავდასხმასთან სავარაუდოდ კავშირი აქვთ. ორი ტერორისტი შტურმის დრო იყო მოკლული.
„სამი დამნაშავე დაკავებულია, მეოთხე კი იძებნება“, – განაცხადა ფრანგული ტელეარხის BFM-TV-ის ეთერში ტუნისის შინაგან საქმეთა მინისტრმა თაიებ ბაკუშმა.
შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს ტერორისტებმა ტუნისის დედაქალაქის ერთ-ერთ მუზეუმში სროლა ატეხეს და იქ მყოფი ტურისტები მძევლად აიყვანეს. ტერაქტის დროს 21 ადამიანი დაიღუპა და 50-დე დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები