ნემცოვის მკვლელებს 5 მილიონ რუბლს დაჰპირდნენ

ცნობილი რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელებს 5 მილიონ რუბლს, რაც დაახლოებით 85 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენს, დაჰპირდნენ.
რუსული სააგენტო „როსბალტის“ ინფორმაციით, ასეთი ჩვენება მისცა გამომძიებლებს ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ზაურ დადაევმა. მისივე თქმით, მან ნემცოვი „რელიგიური მოტივებით“ მოკლა, მაგრამ მკვლელობის ერთ-ერთმა შემკვეთმა ამ ოპერაციისთვის 5 მილიონი რუბლი გამოყო.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი რუსი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი მოსკოვის ცენტრში 27 თებერვალს, გვიან ღამით მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები