პუტინი – უკრაინელები და რუსები ერთი ერია (ვიდეო)
რუსეთთან ყირიმის მიერთებასთან მიძღვნილ კონცერტზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ის უკრაინელებს და რუსებს ყოველთვის ერთ ერად მიიჩნევდა.
პუტინმა კონცერტზე შეკრებილ პირებთან ერთად რუსეთის ჰიმნი იმღერა.
რუსეთის წინაშე არსებული სირთულეები პუტინმა კვლავ გარე ძალებს დააბრალა. “რაღა თქმა უნდა, ჩვენ გადავლახავთ ყველა სირთულეს, რაც გარედან “შემოგვიგდეს”. რუსეთის წინააღმდეგ მსგავსი მოქმედებები ყოვლად უპერსპექტივოა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.