სომალიში აშშ-ს უპილოტო საფრენმა აპარატმა ტერორისტების ლიდერი გაანადგურა

ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის შეტევის შედეგად სომალიში ადან გარაარი განადგურებულია, რომელიც ადგილობრივი ისლამისტური დაჯგუფების „აშ-შაბაბის“ ერთ-ერთი ლიდერი იყო. ეს დაჯგუფება „ალ-ქაიდასთან“ მჭიდროდ თანამშრომლობს. პენტაგონის ინფორმაციით, უპილოტო თვითმფრინავმა ადან გარაარის ავტომობილზე ავიდარტყმა განახორციელა. ეს პიროვნება ტერორისტული დაჯგუფების საგარეო ოპერაციების კოორდინირებას ეწეოდა, რაც ამერიკის და სხვა ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ ტერაქტების მოწყობას გულისხმობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები