მოლდოვაში დოკუმენტური ფილმის „ყირიმი – გზა სამშობლოში“ ჩვენება აკრძალეს.
მოლდოვას ხელისუფლებამ ქვეყანაში რუსული დოკუმენტური ფილმის „ყირიმი – გზა სამშობლოში“ პრეზენტაციის გამართვა აკრძალა. მისი ავტორები – რუსი ჟურნალისტები ანდრეი კონდრაშოვი და დიმიტრი კისელიოვი მოლდოვაში “არასასურველ“ პირებად გამოაცხადეს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კონდრაშოვი და კისელიოვი მოლდოვაში ჩასვლას გეგმავდნენ, მაგრამ დღეს დილით სააგენტო „როსია სეგოდნია“-ს ხელმძღვანელი ვლადიმერ ნოვოსადიუკი მოლდოვას ინფორმაციის და უშიშროების სამსახურში დაიბარეს და განუცხადეს, რომ ფილმის ჩვენება „მიზანშეწონილი არ არის“. ფილმის ჩვენება სწორედ ამ სააგენტოში იგეგმებოდა.