გაეროს უშიშროების საბჭოს არაფორმალურ სხდომაზე ყირიმის საკითხს განიხილავენ

ყირიმის საკითხზე დღეს გაეროს უშიშროების საბჭოს არაფორმალური სხდომა გაიმართება. შეხვედრაში, რომელიც ლიტვის ინიციატივით ჩატარდება, მიწვეულია უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი და ყირიმელი თათრების მეჯლისის ყოფილი ხელმძღვანელი მუსტაფა ჯამილიოვი. თავის მხრივ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ ის ყირიმის საკითხის განხილვას არ დაესწრება.
რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვისთვის „ყირიმის თემა დახურულია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები