ფრანქფურტში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა
ათეულობით ადამიანი დაშავდა და 350 დაკავებულია ფრანქფურტში. დემონსტრანტებმა ევროპის ცენტრალური ბანკის ოფისთან ავტომანქანებს, საბურავებსა და ნაგვის ბუნკერებს ცეცხლი მოუკიდეს. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებსა და მეხანძრეებს ქვები დაუშინეს. პოლიციამ მომიტინგეთა წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.
შეტაკებების შედეგად რვა პოლიციელი დაშავდა. დემონსტრანტები ევროკავშირის მკაცრი ეკონომიის კურსს აპროტესტებდნენ. არეულობა ევროპის ცენტრალური ბანკის ახალი შენობის გახსნამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა.