ლატვიის საჰაერო ძალებში განგაში გამოცხადდა
ლატვიის ავიაგამანადგურებლები რუსული საბრძოლო თვითმფრინავების შესაჩერებლად აფრინდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ დღეს ლატვიის თავდაცვის სამინისტროს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა. ინციდენტი გუშინ მოხდა.
ლატვიის სამხედროებმა ასევე განაცხადეს, რომ მათი ტერიტორიული წყლების სიახლოვეს სამი რუსული წყალქვეშა ნავი იყო შემჩნეული. ორი დღის წინ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყეს.