შენდეროვოჩი – ვის გაუგია გესტაპომ ებრაელების ხსოვნას პატივი მიაგოს?
ცნობილი რუსი მწერალი ვიქტორ შენდეროვიჩი რუსი დეპუტატების მიერ ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი პატივის მიგებაზე უარს განმარტავს. მისი განცხადებით, დუმის წევრები პატივს ვერ მიაგებენ ნემცოვის ხსოვნას, ისევე როგორც გესტაპოელები – მათ მიერ მოკლული ებრაელების ხსოვნას.
„პირადად მე მეწყინებოდა, ასე რომ მომხდარიყო. ეს ძალზე შეცვლიდა ჩემს წარმოდგენას სამყაროს შესახებ. ახლა კი ყველაფერი თავის ადგილზეა, ბოროტება ბოროტების ადგილზე, ხოლო სიკეთე სიკეთის ადგილზე. ცხოვრება გრძელდება“, – ამბობს მწერალი.
შეგახსენებთ, რომ სამშაბათს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრებმა არ გაიზიარეს დეპუტატ დიმიტრი გუდკოვის ინიციატივა და მოსკოვში მოკლული ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის ხსოვნას პატივი არ მიაგეს.