რუსეთი თურქეთს ბუნებრივ აირს არ უიაფებს

თურქეთისთვის რუსული გაზის გაიაფების საკითხზე მოლაპარაკება ჩაიშალა. ამის შესახებ გამოცემა „კომერსანტი“ წერს. „გაზპრომი“ და თურქული კომპანია Botas-ი ფასზე და ბუნებრივი აირის გაიაფების სქემაზე ვერ თანხმდებიან. თურქული მედიის ცნობით, ეს დავა ეჭვქვეშ აყენებს უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელებას, კერძოდ, „თურქული ნაკადის“ მშენებლობას, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე რუსეთიდან თურქეთში ნავთობსადენის მშენებლობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები