უკრაინის ელჩი ავსტრიაში: რუსეთი ოკუპანტია და არა განმათავისუფლებელი

უკრაინის ელჩმა ავსტრიაში ალექსანდრე შერბამ ვენის გათავისუფლების ღონისიებებში რუსეთის დიპლომატიურ მისიასთან ერთობლივ მონაწილეობაზე უარი განაცხადა. შერბამ ავსტრიაში რუსეთის წარმომადგენლობას წერილი მისწერა, რომელიც ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა.
„რუსეთის საელჩო გეგმავს ვენაში უცნობი ჯარისკაცის საფლავის ყვავილებით შემკობას. იმის გამო, რომ რუსეთის ფედერაცია ამჟამად უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას ახორიცელებს, ჩვენ ვენის გათავისუფლების ღონისძიებებში დამოუკიდებლად მივიღებთ მონაწილეობას“, – აღნიშნულია შერბას მიერ რუსეთის საელჩოში გაგზავნილ წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები