აშშ-მ სირიაში უპილოტო საფრენი აპარატი დაკარგა

აშშ-ს ხელისუფლებამ აღიარა, რომ მან უპილოტო საფრენ აპარატ Predator-თან კავშირი დაკარგა. აპარატი სირიაში სადაზვერვო დავალებას ასრულებდა. იყო თუ არა ის ჩამოგდებული, ჯერჯერობით უცნობია. თავის მხრივ, სირიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყნის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა თურქეთის საზღვართან უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. სირიაში უკვე მესამე წელია, რაც ქვეყნის პრეზიდენტ ბაშარ ასადის მომხრეებსა და ამბოხებულებს შორის სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. აშშ რამდენჯერმე განიხილავდა ამ ქვეყანაში სამხედრო ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობას, მაგრამ საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები