რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ნემცოვის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი არ მიაგო
რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ სამშაბათის სხდომაზე რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის ხსოვნას პატივი არ მიაგო. წუთიერი დუმილის თხოვნით დეპუტატებს „სპრავედლივაია როსიას“ წევრმა დიმიტრი გუდკოვმა მიმართა. სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ სერგეი ნორიშკინმა განაცხადა, რომ დეპუტატებმა ნემცოვის ოჯახს სამძიმარი უკვე გამოუცხადეს.
„მიუხედავად იმისა, რომ ნემცოვის პოლიტიკურ შეხედულებებს ყველა არ იზიარებდა, მიმაჩნია, რომ ადამიანურად სწორი იქნებოდა მის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ“, – განაცხადა გუდკოვმა პლენარულ სხდომაზე. თუმცა მისმა მოწოდებამ დეპუტატების თანხმობა არ დაიმსახურა.