პესკოვი – ყირიმი რუსეთის რეგიონია
ყირიმი რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი რეგიონია და მოსკოვი არ აპირებს ვინმესთან ნახევარკუნძულის პრობლემატიკის განხილვას. ამის შესახებ დღეს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის ჯეინ პსაკის განცხადების კომენტირებისას.
„არ არსებობს ყირიმის ოკუპაცია. ყირიმი – რუსეთის რეგიონია, ხოლო ჩვენი რეგიონების თემატიკის განხილვას არავისთან არ ვაპირებთ“ – განაცხადა პესკოვმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მანამდე შენარჩუნდება, ვიდრე ყირიმის ოკუპაცია გაგრძელდება. „ყირიმის ანექსია აშშ-ს არ უღიარებია და მომავალშიც არ აღიარებს“ – განაცხადა პსაკიმ.