უკრაინის გენპროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე ახალ კადრებს ფეისბუქით ეძებს

უკრაინის გენპროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე ახალ კადრებს ფეისბუქის მეშვეობით ეძებს. მისი განცხადებით, უწყებისთვის ისეთი ადამიანებია საჭირო, რომლებიც პროკურატურაში დაწყებულ რეფორმებს ბოლომდე მიიყვანენ და მათ წარმატებით განახორციელებენ. ამასთან, ის აცხადებს, რომ პროცესში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ასეთ ადამიანებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მან ელექტრონული ფოსტის მისამართიც კი მიუთითა. gp.reforms@gmail.com -ზე, როგორც ირკვევა, რეზიუმეს გაგზავნას მსურველები 25 მარტამდე შეძლებენ. რამდენადაც ცნობილია, უკრაინის პროკურატურაში ამ დროისათვის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს, იურისტს, ბიზნესანალიტიკოსსა და სერვისმენეჯერსაც ეძებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები