ქემერონის განცხადებით, რუსეთმა შესაძლოა, ბალტიისპირეთში დესტაბილიზაცია მოინდომოს
ბრიტანეთის პრემიერ – მინისტრის დევიდ ქემერონის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის შემდეგ დესტაბილიზაციის გამოწვევა შესაძლოა, ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც მოინდომოს.
“თუ დღეს არის უკრაინა, ხვალ შესაძლოა, ბალტიისპირეთის რომელიმე სხვა სახელმწიფო იყოს. უნდა ვიცოდეთ, რომ ევროპაში რომელიმე ქვეყნის საზღვრების შეცვლა განსაკუთრებით საშიშია”, – განაცხადა ქემერონმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის შესაჩერებლად ეკონომიკური ზეწოლა საჭიროა, ხოლო უკრაინის კონფლიქტის აღმოსაფხვრელად კი სამხედრო გამოსავალი არ არსებობს. აღსანიშნავია ისიც, რომ თუ რუსეთი საგარეო პოლიტიკას არ შეცვლის, მაშინ ბრიტანეთი “სრულიად განსხვავებული დონის” სანქციების დაწესების ინიცირებით გამოვა.