ევრო და დოლარი ერთმანეთს ფასში უტოლდება

დოლარის გამყარებით და ევროს გაუფასურებით ევროპელი ექსპორტიორები კმაყოფილები არიან, მათი ამერიკელი კოლეგები კი – პირიქით. გასული კვირის ბოლოს ევრომ დოლართან მიმართებაში 12-წლიან მინიმალურ ზღვარს მიაღწია. ევრო მხოლოდ 1.04 დოლარი ღირდა. მას შემდეგ გაცვლითი კურსი პრაქტიკულად არ შეცვლილა. დოლარისა და ევროს კურსის ცვლილებამ ტურისტულ ბიზნესზეც იმოქმედა. ის ტურისტები, ვინც აშშ-დან ევროპაში მიემგზავრებიან, აშკარად კმაყოფილები არიან. ახლა ისინი ნაკლებ დოლარში მეტ ევროს მიიღებენ. რაც შეეხებათ ევროპიდან ამერიკაში ჩასულ ტურისტებს, ისინი პირიქით, ამ კურსით უკმაყოფილებას გამოთქვამენ, ვინაიდან ევროს მსყიდველობითმა უნარმა დოლართან შედარებით 30%-ით დაიკლო.
ბოლოს, ევროსა და დოლარის კურსი 2002 წელს გათანაბრდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები