ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება
ისრაელში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები დილის 6 საათზე გაიხსნა და საღამოს 9 საათამდე იმუშავებს. საარჩევნო უბნების ასეთი არასტანდარტული გრაფიკი საშუალებას აძლევს ამომრჩეველს სამუშაო დღეს კენჭისყრისთვის მისთვის ხელსაყრელი დრო ამოარჩიოს. არჩვნებში 5.9 მილიონი ადამიანი მიიღებს მონაწილოებას.
რიგგარეშე არჩევნები გასულ წელს ქვეყანაში შექმნილი სამთავრობო კრიზისის შემდეგ დაინიშნა. მაშინ ებრაული სახელმწიფოს მოწყობის გამო გაჩენილი დავის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ფინანსთა და იუსტიციის მინისტრები გადააყენა. მმართველი პარტია „ლიქუდი“ არაბული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის გაუქმების ინიციატივით გამოვიდა, ხოლო მინისტრებმა ეს ინიციატივა გააკრიტიკეს, ვინაიდან, მათი აზრით, შესაძლო ცვლილებები ისრაელის დემოკრატიულ ფასეულობებს არ შეესაბამება. ამის შედეგად მმართველი კოალიცია დაიშალა, ხოლო პარლამენტმა თვითდათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო.
ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში 26 პარტია მონაწილეობს.